26 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის მოსამზადებელ შეხვედრადაც მოიაზრებენ

პოლონეთის სრული მხარდაჭერა სქართველოს მიმართ ანდჟეი დუდამ თბილისში მისი პირველი ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაადასტურა. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ლეხ კაჩინსკის, პოლონეთს მაშინდელი პრეზიდენტის, მხარდაჭერას ხაზი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა გაუსვა.

ანდჟეი დუდამ რუსთავი2-ის კითხვაზე პასუხად დაადასტურა, რომ პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერს. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის მზადება დაწყებულია და პოლონეთის პრეზდენტის ეს ვიზიტი ერთგვარ მოსამზადებელ შეხვედრადაც შეიძლება იყოს განხილული.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა ანდჯეი დუდამ საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზეც. განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის პერსპექტივები. მოგვიანებით პოლონეთს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, პოლონეთს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაუსვა.

სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღე ანდჟეი დუდამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციით დაასრულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები