03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
კიევში სოლიდარობის მარში დაიწყო

კიევში ვოლნოვახას ტერაქტისა და რუსეთთან კონფლიქტის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს იხსენებენ.

ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული აქცია უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ სოლიდარობის მარშში 10 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილია, რომ აქციაზე იმყოფება კიევის პატრიარქი ფილარეტიც, დემონსტრაციას შეუერთდება დედაქალაქის მერი მერი ვიტალი კლიჩკოც.

მსვლელობის დროს პატივს მიაგებენ ვოლნოვახის ტერაქტის დროს დაღუპულ 12 ადამიანსაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები