03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
რა ინფორმაციას ფლობს კიევში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ?

"კურიერი" დონეცკში ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.  

"კურიერი" უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელს, თემურ კერესელიძეს, ესაუბრა.

მისი თქმით, ოფიციალურ წყაროებს ინფორმაცია ჯერ ქართველი დიპლომატებისათვის არ დაუდასტურებიათ.

საქართველოს საკონსულო უკრაინის ხელისულფების წარმომადგენლებთან ამ წუთებშიც ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.  

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინაში, დონეცკთან ახლოს, ბრძოლების შედეგად ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველები უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდნენ, რომელიც დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დისლოცირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები