17 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
"კონსტიტუციაში არ არსებობს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს" - თინა ხიდაშელი

ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის რისკებზე და ამ რისკებთან საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისობაზე მსჯელობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დისკუსიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად ასევე მონაწილეობს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი.

უსაფრთხოების მიმართულებით მოსალოდნელ ხარვეზებსა და პრობლემებზე ყურადღებას ამახვილებენ ექსპერტები. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი აღნიშნავს, რომ პრობლემა არის ის, რომ კონსტიტუციაში არ არსებობს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.

”თუ კი ტოვებენ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს და ისინი ამაყად აცხადებენ, რომ პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი, მაშინ გაუგებარია, როგორ უნდა იყოს მთავარსარდალი ადამიანი, თანამდებობის პირი, რომელიც შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობას იწყებს იმ მომენტიდან, როცა ომი ცხადდება. პრობლემა არის ის, რომ კონსტიტუციაში არ არსებობს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს“ - განაცხადა ხიდაშელმა.  

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის თავსებადობა ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მნიშვნელოვანი საკითხია და მორღვეული უსაფრთხოების სისტემით საქართველო უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის პარტნიორებს, ვიდრე დამატებით სტაბილურობას შეიტანს.

პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურები ეროვნული ინტერესებით არ არიან დაკავებული.

“დღეს რომ უსაფრთხოების სამსახურები ეროვნული ინტერესებით არა არიან დაკავებული, ამას ყოველდღე ვხედავთ. შესაბამისად, ასეთი საკითხები კონსტიტუციური დიზაინიდან უნდა იწყებოდეს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.  

 

დღის ამბები