09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
აფეთქება კიევში

 

კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიჭრა. დაშავებულია კიდევ ორი პირი, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მსახურობდნენ. 

შემთხვვეა დნეპროპეტროვსკის რაიონში მოხდა.  

სამართალდამცველებს ხელყუმბარა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ესროლეს.

გამომძიებლების ინფორმაციით, შუა ღამისას ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება კონკრეტული დანაშაულის შესახებ, რა დროსაც ადგილზე მისულ პოლიციელებს თავს დაესხნენ. 

აფეთქება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.   

 

"რუსთავი2"  შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ. 

დღის ამბები