03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
გიუმრის ტრაგედია - გავა თუ არა სომხეთიდან რუსული სამხედრო ბაზა?

გიუმრში დღეს კვლავ იმ 6 ადამიანს გლოვობენ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედრომ დახოცა. მკვლელი ამ დრომდე რუსულ ბაზაზე რჩება. სამხედრო ბაზას კი სომეხი სამართალდამცველები იცავენ. 

ბაზასთან ახლოს, ქალაქში კი 6 ადამიანს გლოვობენ და დასახიჩრებული ჩვილის გადარჩენის იმედი აქვთ.

რუსმა სამხედრომ ოჯახის 6 წევრი მოკლა. რამდენიმე თვის ბავშვი კი სიკვდილს, დანის რამდენჯერმე დარტყმის მიუხედავად, სასწაულებრივად გადაურჩა. 

ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თუმცა, ექიმები იმედს გამოთქვამენ, რომ ის გადარჩება. ჩვილს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

სომხეთში ვარაუდობენ, რომ გიუმრის მსგავსად, აქციები ერევანშიც დაიწყება  ერთი მოთხოვნით, - გავიდეს რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიიდან. 

მანამ, სანამ გიუმრიში გლოვობენ, სომეხი სამართალდამცველების მიერ კარგად დაცული ბაზის შიგნით რუსი სამხედროები ერთობიან.

 

PS-ის ექსკლუზიური კადრები სამხედრო ბაზიდან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები