03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
პუტინმა სომხეთის პრეზიდენტს ტელეფონით მიუსამძიმრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ტელეფონით თავის სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს ესაუბრა და გიუმრიში 12 იანვარს მომხდარი მკვლელობის გამო მიუსამძიმრა.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა,  დმიტრი პესკოვმა, განაცხადა და თქვა, რომ  პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს, ასევე მთელ სომეხი ხალხს მიუსამძირა.

"პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება უმოკლეს ვადებში ჩატარდება და დამნაშავეები პასუხს აგებენ," - განაცხადა პესკოვმა. 

ამავე დროს, მას არ დაუზუსტებია, ისაუბრეს თუ არა პრეზიდენტებმა იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში უნდა გასამართლდეს მასობრივ მკვლელობაში ბრალდებული რუსი სმხედრო მოსამსახურე.

პესკოვის თქმით, პუტინმა სომეხ კოლეგას ავეტისიანების ოჯახის გადარჩენილი წევრის, 6 თვის ბავშვის მკურნალობაში დახმარება აღუთქვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები