03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის ბიოგრაფია

თამაზ სუხიაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა პირველად არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლოჯერ მოუწია. მანამ, სანამ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლველად წავიდოდა, მან რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დასაცავად აგვისტოს ომში მიიღო მონაწილეობა. 

წარმატებულმა ქართველმა სამხედრომ თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მაშინ დატოვა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. სამწუხაროდ, ის უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. 

1978 წლის 25 იანვარს დაბადებული ქართველი სამხედრო 37 წლის რამდენიმე დღეში გახდებოდა.  თამაზ სუხიაშვილს, აგვისტოს ომის და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, მონაწილეობა აქვს მიღებული ISAF-ის მისიაში. ასევე იბრძოდა ერაყშიც. 

2004 წელს სუხიაშვილი მონაწილეობდა ბრძოლებში ცხინვალის მთაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. 

სუხიაშვილს 2 შვილი ჰყავს, ორივე მცირეწლოვანი. ერთი ჯერ მხოლოდ 1 წლისაა, მეორე კი ოთხის. სუხიშვილის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები