03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილი "ქართული ლეგიონის" წევრი არ ყოფილა - მამუკა მამულაშვილი

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ დონეცკთან პრორუსი სეპარატისტების მიერ მოკლული თამაზ სუხიაშვილი "ქართული ლეგიონის" წევრი არ ყოფილა.  

ამის შესახებ მან "რუსთავი2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.    

"ის "ქართული ლეგიონის" წევრი არ ყოფილა. ის იყო უკრაინული ერთ-ერთი ოფიციალური ფორმირების წევრი. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ის იყო ქართველი და მინდა, ქედი მოვიხარო მისი გმირობის წინაშე," - ამბობს მამულაშვილი.

ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ თამაზ სუხიაშვილს პირადად არ იცნობდა, მაგრამ, მისივე თქმით, "ის ერთ-ერთი კარგი მებრძოლი და გმირი ქართველი იყო."   

დღის ამბები