03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
38 - ე საყოველთაო ნათლობა სამებაში - პატრიარქის ნათლული 1000-ზე მეტი ბავშვი გახდება

ნათლისღების დღესასწაულზე 38-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული 1036 - ი ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში საღამოს 5 საათისთვის დაიწყება. კათოლიკოს პატრიარქი ტაძარში საღამოს 9 საათისთვის მივა და ნათლულებს დალოცავს.
უწმინდესის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 059 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. 37-ე საყოველთაო ნათლობა 5 ოქტომბერს გაიმართა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

დღის ამბები