03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში აფხაზეთის დამოუკიდებლად მონაწილეობის გამო გერმანული მხარე ბოდიშს იხდის

„მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი“-ამ სიტყვებით მოიხადა ბოდიში ბერლინში, საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორმა, ლარს იეგერმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ქართული დელეგაციის წინაშე.

გერმანიაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდზე კი ღონისძიების ორგანიზატორის ვიდეო მიმართვა გავრცელდა. თავაზობთ მიმართვის სრულ ტექტს: 

"ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ საერთაშორისო „მწვანე კვირეულზე“ ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, აფხაზეთის რეგიონს სტენდი დავუთმეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ ყველა რეგიონს მივცეთ პრეზენტაციის საშუალება.

ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საქართველოს ელჩს და გავათვიცნობიერეთ, რომ სკანდალი გამოვიწვიეთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ზუსტად არის ცნობილი, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. მომავლისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ საქართველო ერთიანი დიდი სტენდით წარმოვადგინოთ და მისი ყველა რეგიონის გაერთიანება იყოს შესაძლებელი. ჩვენ 2015 წლის პრობლემის მოგვარებასაც შევეცდებით. ამისათვის, ხვალინდელი დღისათვის უკვე დაგეგმილი გავქვს საუბერბის წარმართვა. 
მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენდა - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი.

სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა - ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება.

ასე რომ, ძვირფასო ქართველებო, „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ."

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.

შეგახსენებთ, რომ 16-25 იანვარს გერმანიაში, ქ. ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქართულ დელეგაციასთან ერთად ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეულს" ესწრება.

ოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის სტენდი დღეს დაიხურება.

გუშინ კი გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ასახული იყო აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგამოფენო სტენდი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები