03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ნუ იყიდით 460 და 469 შტრიხ კოდით პროდუქტს" - პროტესტი რუსულ პროდუქციას

"თავისუფალი ზონა" რუსული პროდუქციის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. ორგანიზაციის წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ არ შეიძინონ რუსული პროდუქცია და ამ ფორმით შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. თავისუფალი ზონის წევრები ქალაქში საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებასაც გეგმავენ.

„უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აქტიურად მიმდინარეობს რუსულ პროდუქციაზე უარის თქმის კამპანია. ძალიან სამწუხაროა რომ საქართველო რომელიც თვითონ არის რუსული ოკუპაციის მსხვერპლი არ უერთდება ამ სანქციებს, „თავისუფალი ზონა“ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას უარი თქვან იმ პროდუქციაზე, რომლის შტრიხ კოდი იწყება 460 და 469 ნიშნით.“ - აცხადებს თავისუფალი ზონის წარმომადგენელი ონისე გერგედავა.

დღის ამბები