09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის ჩვილი დაიღუპა

ერევნის ცენტრალურ ჰოსპიტალში რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა.

გუშინ „რუსთავი 2“-თან საუბრისას კლინიკის მთავარი ექიმი, ნიკოლაი დალაქიანი აცხადებდა, რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შეგახსენებთ, რომ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა  12 იანვრის ღამეს ამ ქალაქის 6 მცხოვრები მოკლა და 6 თვის სერიოჟას გულის არეში დანით 6 ჭრილობა მიაყენა. 

დღის ამბები