07 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
საპროტესტო მსვლელობები რუსეთის ქალაქებში - დაკავებულია 150 ადამიანი

მასობრივი დაკავებებით მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობები რუსეთის ქალაქებში. მოსკოვში უკვე 150 ადამიანია დაპატიმრებული. აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი მსვლელობის დაწყებამდე საკუთარი სახლის სადარბაზოში აიყვანეს. მომიტინგეები კი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი სახაროვის მოედნიდან ტვერის ქუჩისკენ მიემართებოდნენ. გავრცელებული ცნობით პუშკინის მოედანზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოიყენეს. სწორედ ამ ადგილას აიყვანეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ილია იაშინიც. მოსკოვის გარდა აქცია ლოზუნგით "რუსეთი კორუფციის გარეშე" სანკტ პეტერბურგშიც დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. ჩრდილოეთ დედაქალაქში 300 მომიტინგე დააპატიმრეს. დაკავებებით დასრულდა აქციები რეგიონებშიც.

დღის ამბები