03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვინ დაწვა ბიზნესმენის მანქანა ბათუმში - ქურდული სამყაროს მუქარა თუ შურისძიება?

ბათუმში დემეტრე თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, იქ სადაც ბიზნესმენის მანქანა დაიწვა ბენზინით სავსე ბოთლები იპოვეს.  ამის შესახებ ადგილობრივები მხოლოდ გამორთულ მანქანასთან საუბრობენ, ჩართულ კამერასთან კი საუბრისგან თავს იკავებენ. 

ახლა უკვე დამწვარი ავტომობილის მფლობელი, ბიზნესმენი ირაკლი ფარცვანია კი არც ტელეფონის ზარებს პასუხობს და არც მასთან სახლში მისულ ჟუნრალისტებს ესაუბრება. 

მომხდარს "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ქურდული სამყაროს უკავშირებენ. პარტიაში აცხადებენ რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აჭარაში ტერორი დაიწყო. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკლვევა უკვე დაიწყო, საქმე 184-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ითვალისწინებს. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები