03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
სისხლის სამართლებრივ დევნას 18 წლამდე პირების მიმართ რიგითი პოლიციელი ვეღარ აწარმოებს

სისხლის სამართლებრივ დევნას 18 წლამდე პირების მიმართ რიგითი პოლიციელი ვეღარ აწარმოებს. მოზარდების საქმეებს, ყველა ეტაპზე სპეციალიზებული პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ.

კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან ერთად. მას შემდეგ კი რაც მოსამართლეები, პროკურორები, პრობაციის ინსპექტორები და პოლიციელები  სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძინენ, არასრულწლოვანთა მართმსაჯულების ახალი კოდექსი სრულად ამოქმოდდდება.

ახალი კოდექსის მიხედვით უპირატესობა, არასაპატიმრო ღონისძიებებს ენიჭება. მოსამართლე მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავს სასჯელის ყველაზე მკაცრ ფორმას.

იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს 20 იანვარს წარადგენს.

დღის ამბები