09 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ობამამ უკრაინის მოვლენებს რუსეთის აგრესია უწოდა

ურაინაში მიმდინარე მოვლენებს აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის აგრესია უწოდა.  ყოველწლიურ სატელევიზო მიმართვაში მან განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა მსოფლიო ამ აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბარაკ ობამამ ერაყსა და სირიაში ანტი ტერორისტულ ოპერაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავია–დარტყმები სირიაშიც განხორციელდება. თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია.

„მზად ვარ მივიღო ზომები ერაყისა და სირიის ისლამური სახელმხიფოს წინააღმდეგ. ყოველთვსი როცა სამხედრო ნაბიჯს ვდგამთ, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს. მინდა ამერიკელმა ხალხმა დაინახოს ის განსხვავება, რაც ამ კამპანიასა და ერაყის, ან ავღანეთის ომებს შრის არსებობს. უცხო ქვეყნის მიწაზე ჩვენი სახმელეთო ჯარები არ იბრძოლებენ. ეს სტრატეგია გულისხმობს ბრძოლას საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის საფუძველზე. შეერთებული შტატები არის ის ქვეყანა რომელსაც ტერორიზმის წიანაღმდეგ მსოფლიოს მობილიზება შეუძლია. სწორედ ჩვენი დახმარებით გამოვიდა მსოფლიო რუსეთის აგრესიის წინაარმდეგ და ურკაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა მათ გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ობამამ.

დღის ამბები