03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო დნეპროპეტროვსკიდან კიევში სავარაუდოდ დღეს უნდა გადაასვენონ. ამ დროისთვის თამაზ სუხიაშვილის ცხედარი დნეპროპეტროვსკის მორგშია დასვენებული, სადაც მას ექსპერტიზა უტარდება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება ჩატარდება თუ არა  კიევში მისი სამოქალაქო პანაშვიდი.

რაც შეეხება სუხიაშვილის საქართველოში გადმოსვენებას ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი უცნობია. საქართველოს საკონსულოს განცხადებით, ეს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ხელისუფლება დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ სუხიაშვილი რამდენიმე დღის წინ დონეცკთან შეტაკებების დროს დაიღუპა.

ამავე თემაზე
დღის ამბები