03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
მორიგი აფეთქება უკრაინაში-დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან

აფეთქება უკრაინის ქალაქ ხარკოვში. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი, უმრავლესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი სასამართლოს შენობასთან დღის ბოლოს იმ დროს მოხდა, როცა შენობაში უკრაინული პარტია "სვაბოდას" ერთ–ერთი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.

მომხდარს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე  მისცა. პარალელურად, კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის ჭურვებით იერიშები დონეცკში. ვრცელდება ინფორმაცია დონეცკის აეროპორტის გადახურვის ერთი ნაწილის ჩამონგრევის შესახებ - რის შედეგადაც უკრაინელი ჯარისკაცები დაშავდნენ.

უკრაინის პრემიერმა კი ქვეყნის დაზვერვის სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრიდან სეპარატისტების იარაღითა და სამხედრო ძალით მომარაგება ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები