03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები კუთვნილი ხელფასების მიღებას მოითხოვენ

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის ათას 200 თანამშრომელი კუთვნილ ხელფასსა და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით მათ ქარხნის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ცოტახნით პროტესტის ნიშნად გზაც გადაკეტეს, თუმცა მოძრაობა მალევე აღადგინა საპატრულო პოლიციამ. ამის შემდეგ, ქარხნის თანამშრომლებმა შენობის საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 ივნისის შემდეგ მათთვის ხელფასები აღარ გადაუხდიათ. მათი თქმით, ისინი ოფიციალურად სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა არც მუშაობის საშუალებას აძლევენ. ქარხნის ხელმძღვანელობა მუშაობის შეჩერების მიზეზად უკრაინაში არსებულ ვითარებას და შეკვეთების რაოდენობის შემცირებას ასახელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, 5 იანვარს ისინი სამსახურში უნდა გასულიყვნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ  განუმარტა, რომ ქარხანა არ მუშაობს და შესაბამისად, ისინი სამსახურებში ვერ დაბრუნდებოდნენ.

ქარხნის თანამშრომლებს სხვა პრეტენზიებიც აქვთ. მათი განმარტებით,  "საქართველოს რკინიგზამ" რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მათ ქარხანას მონაწილეობა ან საერთოდ არ მიუღია, ან გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ გაიმარჯვა.

ქარხნის თანამშრომლების სამუშაოს განახლებას, ხელფასების გადახდასა და ხელმძრვანელობის შეცვლას ითხოვენ. მათივე თქმით, უნდა შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ პრობლემებს განიხილავს და მოაგვარებს.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან "ელმავალმშენებელ ქარხანას" რუსი მმართველები ყავს.

დღის ამბები