09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ავეტისიანების ოჯახის ბოლო გარდაცვლილ წევრს გიუმრიში ერთ საათში გადაასვენებენ

ექვსი თვის სერიოჟა ავეტისიანის ცხედარს ერევნიდან გიუმრიში ერთ საათში გადაასვენებენ. სომხეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ბავშვი გიუმრიში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადაიყვანეს. ის ავეტისიანების ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც რუსი სამხედროს თავდასხმის შემდეგ ცოცხალი იპოვნეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს.

ექვსი თვის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა.

ამ ფონზე, ვითარება გიუმრიში საკმაოდ დაძაბულია, რასაც ისიც მოწმობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქში დიდი რაოდენობით, ორი ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა. მობილიზაცია გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიუმრიში დამატებითი ძალები ავტობუსებით შეიყვანეს.

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ბავშვის დაკრძალვა ხვალ არის დაგეგმილი და შესაძლოა, ქალაქში კიდევ გაიმართოს საპროტესტო აქციები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები