09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
რუსი სეპარატისტები დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობიან მოსახლეობას მთელი ღამე ბომბავდნენ

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობა და ბლოკპოსტები მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა.

რუსმა სეპარატისტებმა 7 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. დაჭრილებისა და გარდაცვლილების  რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის სპიკერის, ლეონიდ მატიუხინის განცხადებით გუშინ ღამით ტერორისტებმა ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს ბლოკ საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით.

„უკრაინელი სამხედროები იძულებულები გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ, ჯერ-ჯერობით ყველა სტრატეგიული პოზიცია ჩვენ გვიჭირავს, თუმცა ტერორისტები ყოველღამე ათამდე დასახლებულ პუნქტს ბომბავენ“-აღნიშნა მატიუხინმა.

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი ვლადისლავ სელეზნიოვი კი აცხადებს, რომ უკრაინა მუდმივად აწვდის ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ანტიტერორისტული ოპერაციისა და ტერორისტების ქმედებების შესახებ და თხოვს მათ უფრო მეტი სამხედრო დახმარების გაწევას.

„საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში 3000-ზე მეტი რეზერვის იფიცერი გავიწვიეთ და საკმარისი ცოცხალი ძალა გვყავს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“-განაცხადა სელეზნიოვმა.

დაძაბული ვითარების ფონზე უკრაინის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ კოლეგებთან. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა პოლონეთის დელეგაციას, რომლისგანაც დახმარების პირობა მიიღო. 

დღის ამბები