03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან

სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი იტალიაში დაღუპული, მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრება. 

სვეტიცხოველში უკვე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერი აცხადებს, რომ მამა ილია კარტოზია გმირი და სამაგალითო ადამიანი იყო. 

სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე გია გვაზავა. 

გარდაცვლილი სასულიერო პირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილიც, რომელმაც  მამა ილია კარტოზია დადებით ადამიანად მოიხსენია.

"მან თავისი მოწამეობრივი სიკვდილით, ქართული სულის უკვდავება დაამტკიცა. მთელი ერი ემშვიდობება მას და მთელი მსოფლიო,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 

სვეტიცხოველში იმყოფებიან სასულიერო პირები და მამა ილია კარტოზიას მრევლიც. 

იტალიაში დაღუპულ მამაოს 2 საათზე სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოასვენებენ და წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძარში დაკრძალავენ. სწორედ ამ ტაძრის წინამძღოლი იყო მამა ილია კარტოზია. 

დღის ამბები