09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
მიწისძვრის შედეგად ჩინეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა სამასამდე ადამიანი. ბიძგები იუნნანის პროვინციაში იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეპიცენტრი დასახლებული პუნქტიდან 5 კილომეტრის დაშორებით იყო, შესაბამისად, სტიქიას დიდი რაოდენობით მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა იყო ნგრევა. ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები დაინგრა.

ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე გაგზავნა რეგიონში ათასამდე მაშველი, ექიმი და სამხედრო. აგვისტოში, ამავე პროვინციაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 600 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები