03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"ჩემი ძმა ზურას მკვლელებმა მოკლეს," - იური ვაზაგაშვილის და

"ჩემი ძმა ზურას მკვლელებმა მოკლეს," - ეს განცხადება ჟურნალისტებთან იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა, გააკეთა.   

ის ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელებმა განზრახ ააფეთქეს. 

"რა ვერსია უნდა იყოს? ზურას მკვლელები არიან ჩემი ძმის მკვლელები," - აცხადებს მანანა ვაზაგაშვილი. 

კასპში, აფეთქების ადგილზე ამ დრომდე არიან შეკრებილები იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები. ისინი ამბობენ, რომ აფეთქება განზრახ მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები