03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
კასპში, აფეთქების ადგილზე, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია

კასპში, აფეთქების ადგილზე, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ცხედარი კი ექსპერტიზაზე ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.

აფეთქების ადგილზე უკვე 2 საათია, განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილს სწავლობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შემთხვევის ადგილთან ახლოს გარდაცვლილის მეუღლე, დედა, და და ნათესავები არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები