03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
პრეზიდენტი ვაზაგაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდა სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად," - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში. 

ამასთან პრეზიდენტი  იმედოვნებს, რომ  "გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედით".

 

ამავე თემაზე
დღის ამბები