09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
გიუმრიში დაღუპულ 6 თვის ბავშვს ხვალ დაკრძალავენ

6 თვის სერჟ ავეტისიანი გიუმრის სუბნეშიანის საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს. ჩვილი, რომელიც რუსმა ჯარისკაცმა ოჯახის 6 წევრის მკვლელობის დროს სასიკვდილოდ დაჭრა, ერევნის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

გიუმრის ტაძარში მას სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო.

პროცესიაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა და ქალაქის მერმა. ადგილობრივების მოლოდინის მიუხედავად გიუმრიში ქვეყნის პრეზიდენტი არ ჩასულა.

სომხეთის პრემიერის, ჰოვიკ აბრამიანის, თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის პრეზიდენტების დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამნაშავის გადაცემის თაობაზე.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გიუმრის მოსახლეობაში გაღიზიანებამ კიდევ უფრო მოიმატა. ხალხი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება. არეულობის თავიდან აცილების მიზნით ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და დამატებითი ძალები გადაიყვანეს. რუსეთის საკონსულოს შენობასთანა დაცვა  გააძლიერეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ არეულობის ეპიცენტრი იყო.

სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ დილიდან ტაძარში განახლდება, რის შემდეგაც 6 თვის ბავშვს სასაფლაოზე გადაასვენებენ

ამავე თემაზე
დღის ამბები