03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები 7 თვის ხელფასს ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები რამდენიმეთვიან უმუშევრობას დღეს საპროტესტო აქციაზე აპროტესტებდნენ.

მუშების მოთხოვნა სამუშაოს განახლება და კუთვნილი ხელფასის მიღება იყო. ქარხანა ბოლო 7 თვეა, არ მუშაობს.

ქარხნის თანამშრომლებთან სალაპარაკოდ ხელმძღვანელობაც მივიდა. მათი განმარტებით, სამუშაოს შეჩერება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რადგან სწორედ უკრაინისგან აქვს საწარმოს ყველაზე დიდი შეკვეთა. გარდა ამისა, ქარხნის ფინანსური დირექტორის თქმით, საქართველოს რკინიგზისთვის წაგებული ელექტრონული ვაჭრობა ძალიან დაბალი ფასით დასრულდა, რაც მათი ქარხნისთვის ამ სამუშაოს შესასრულებლად საკმარისი არ იყო.

ელმავალმშენებელი ქარხნის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პერსონალის 70%-ს ეტაპობრივად სხვადასხვა მცირე შეკვეთაზე დაასაქმებენ. სრული დატვირთვით მუშაობის აღდგენას კი ივნისიდან გეგმავენ, რადგან იმედი აქვთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ ტენდერს წელს მოიგებენ.

დღის ამბები