03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
რას ჰყვებოდა იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე?

იური ვაზაგაშვილი მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საქმის გამოძიებით უკმაყოფილო იყო.

იური ვაზაგაშვილის ბოლო ინტერვიუ გუშინ გამოქვეყნდა, სადაც ის მისი შვილის საქმესა და გამოძიების ახალ დეტალებზე საუბრობდა.

საგაზეთო სტატიაში იური ვაზაგაშვილი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

ამავე ინეტრვიუში იური ვაზაგაშვილი ვრცლად ჰყვებოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილის გამომწვევი ახალი მიზეზები იკვეთება.

ვაზაგაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ექსპერტიზა იმ ფოტომასალის მიხედვით ჩატარდა, რომელიც 2006 წელს სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

ვაზაგაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველებმა შედეგები 1 კვირის წინ წარადგინეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი სამართალდამცველებმა განზრახ მოკლეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები