03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ

დონეცკში დაღუპულ თამაზ სუხიაშვილს სამშობლოში ხვალ ღამე გადმოასვენებენ. მანამდე კი პატივს ქართველ მეომარს უკრაინელები მიაგებენ.

უკვე ცნობილია, რომ კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ცხედარს კიევში დნეპროპეტროვსკიდან დღეს გადაასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიღებს, რომელიც ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

დონეცკში კი შეტაკებები გრძელდება. უკრაინელი სამხედროები პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები