09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
თურქეთში საპროტესტო აქცია მსხვერპლით დამთავრდა

12 ადამიანი დაიღუპა თურქეთის რამდენიმე ქალაქში გამართული ქურთების საპროტესტო აქციების დროს.

მომიტინგეები „ისლამური სახელმწიფოსგან“ თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანის დასაცავად ხელისუფლებისგან უფრო აქტიური ღონისძიებების გატარებას ითხოვენ. ქალაქი, სადაც უკვე 400 ადამიანია მოკლული, ქურთებითაა დასახლებული.

თურქეთი არ შეუერთდა კოალიციას შეერთებული შტატების მეთაურობით, რომლის კამპანიაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არის მიმართული. თუმცა ახლა თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერორისტებთან საბრძოლველად საჰაერო იერიშები საკმარისი არაა და საჭიროა სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.

თურქებმა საპროტესტო აქციები გამართეს ინგლისში, ნიდერლანდსა და გერმანიაში. ბელგიაში კი ევროპარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

დღის ამბები