09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს

ზურაბ ადეიშვილი კიევშია და ის უკრაინის მთავრობას რჩევებს აძლევს.

ინფორმაცია ამის შესახებ თოქშოუ „არჩევანში“ გია გეწაძემ გაახმაურა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის ჩართული ანტიკორუფიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.

განიხილება თუ არა კვლავ ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა ანტიკორუფიული სააგენტოს თავჯდომარის თანამდებობაზე, გია გეწაძე ინფორმაციას არ ფლობს.

გეწაძის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ჩადის და ჯგუფთან ერთად აქტიურად მუშაობს.

„ზურაბ ადეიშვილს მხოლოდ საქართველო ეძებს. ჩემი ინფორმაციით, ადეიშვილი არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას აძლევს რჩევებს, არამედ კიდევ, სულ მცირე, ორ ევროპულ სახელმწიფოს,“- განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გია გეწაძემ. 

დღის ამბები