03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეში ოჯახის მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო, თუმცა ზაზა ალთუნაშვილი ამ ეტაპზე კონკრეტული კომენტარისაგან თავს იკავებს.

მისი თქმით ამ დრომდე დგინდება ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა. საგამოძიებო მოქმედებები კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში გვიანობადე გაგრძელდა. ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები შემთხვევის ადგილზე მისვლას ითხოვდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება კი ექსპერტმა და ადვოკატმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ადგილზე გამნაღმველები ხუთი საათი მუშაობდნენ. საქმეში კრიმინალისტები განაღმივითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაერთვნენ. სამხარეო პროკურატურამ უკვე დაკითხა მესაფლავეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პირველები მივიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები