17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
სახალხო დამცველი მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას შეხვდა. მაღალმთიან სოფლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. სოფლების ნაწილს არ აქვს ბუნებრივი აირი და პრობლემურია სასმელი წყლის საკითხიც.

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო მიწების რეგისტრაციას.

"გაზიფიკაციის საკითხი იყო დასმული არა ერთ დასახლებულ პუნქტში. სასმელი წყლის პრობლემაა ძალიან ბევრ ადგილას. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით არის გარკვეული გამოწვევები. საჯაროს სკოლების, ბაღების პრობლემა. ერთერთ მთავარ თემად კვლავ რჩება ზოგადად, მიწის რეგისტრაციის საკითხი," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. 

 

დღის ამბები