17 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას ადასტურებს. გავრცელებული ონფორმაციით, მიხეილ შვიდკოი თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა.

მან გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს წყნეთში შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის გეგმები გააცნო. 

აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კომუნიკაციისას პირადი საკითხები განიხილეს.

"მედიის საშუალებით გავიგეთ, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ ჩუტკოისთან, მას დიდი ხანია ვიცნობ და კიდევ ვთქვი გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა კომუნიკაცია. ეს კომუნიკაცია მქონდა, ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე," - განმარტავს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება რუს ჟურნალისტს, რომელსაც დარღვეული აქვს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი და ამავე ფორუმზე იმყოფებოდა. აბაშიძე აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმცია ამის შესახებ, მისივე განმარტებით, შესაძლოა საქმე გვქონდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან.

"მამონტოვს საერთოდ არ ვიცნობ პირადად. ტელევიზიით გავიგე, რომ თითქოს კანონია დარღვეული, მე არ დავინტერესებულვარ," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ასევე აცხადებს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 7 ივლისს გაიმართება.

 

დღის ამბები