09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
"დასავლეთის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა"-დიმიტრი პესკოვი

დასავლეთის მიზანი რუსეთის ხელისუფლების დამხობაა– ეს განცხადება  ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანმა გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად დასავლეთის ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს იყენებენ.

"დასავლეთში ცდილობენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ვლადიმერ პუტინის იზოლირება მოახდინონ, გაგუდონ რუსეთი ეკონომიკურად, მიაღწიონ პრეზიდენტის ჩამოგდებას."– აცხადებს პესკოვი.

ვლადიმერ პუტინის პრეს–მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების შემთხვევაშიც კი დასავლეთი რუსეთს არ შეეშვება.

დღის ამბები