16 ივნისი 2024,   02:40
ვრცლად
”ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს

"ქართული ოცნება" თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალაურად დღეს წარადგენს. მმართველი გუნდი ამ თანამდებობაზე ვიცეპრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს დაასახელებს.

კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი. თუმცა, მანამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც პრემიერმინისტრი გააკეთებს განცხადებას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია.

„ქართულ ოცნებაში“ მეორე ტურს არ ელოდებიან და ამბობენ, კალაძე მერის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.

 

დღის ამბები