03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება

იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მომხდარი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში გამოკვეთილ ახალ ფაქტებს უკავშირდება. გამოძიებას მონიტორინგს 7 კაციანი საბჭო გაუწევს.

იური ვაზაგაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ბიუროში ექსპერტიზას ამ დრომდე უტარებენ. პროცეს ოჯახის ახლობლები ესწრებიან.

ექსპერტიზისთვის პროკურატურაში უკვე გადაიყვანეს იური ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც უნდა დაილუქოს. პროცესს ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრება, რომელიც საგამოძიებო პროცესში ოჯახის სურვილით ჩაერთო.

სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა, სამხარეო პროკურატურამ უკვე დაკითხა ის მესააფლავეები, რომელიც შემთხვევის ადგილას პირველები მივიდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები