16 ივნისი 2024,   01:27
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი  ნიკოლოზ სირაძე  შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. 

გიორგი მღებრიშვილმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დღის ამბები