03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მან იპოვა ახალი მტკიცებულებები და ვანდალურად მოკლეს," - ზაზა ხატიაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილს ახალი მტკიცებულებები ჰქონდა მოპოვებული მისი შვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მისი აფეთქებაც სწორედ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული. ზაზა ხატიაშვილი მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს.

„ადამიანი იბრძოდა იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელობის ფაქტი გამოეძიებინა. იპოვა ახალი მტკიცებულებები და ვანდალურად მოკლეს. ეს არის მთელი ერის ტრაგედია და ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ტერორისტული აქტი და ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს მკვლელობა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები