03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
„ეხლა აღარ არიან შარლები?“ – „თავისუფალი თაობა“ არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს

იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა. ის არასამთავრობო სექტორს მომხდართან დაკავშირებით დუმილის გამო აკრიტიკებს და გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„მინდა მივმართო იგივე ენჯეოებს  -საუბარი მაქვს „საია-ზე,“ „გამჭვირვალობა-საქართველო“ და ა.შ. სად არიან ? ეხლა აღარ არიან შარლები და ეხლა აღარ არიან ვაზაგაშილები?“ - განაცხადა სადღობელაშვილმა, რომელმაც კონკრეტულად, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარ დამნაშავედ პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავა, დაასახელა.

„ვისაც ხელს ადებდა ბატონი იურა, ეს იყო ფირცხალავა და გვაზავა. ეს პირები რაღაც ძალიან ირონიულ განცხადებებს აკეთებენ და საერთოდ, ერთ-ერთი ჯალათები იყვნენ „ნაციონალების“ დროს ეს პირები და დღესაც, რაღაც აგდებულად უდგებიან ამ საკითხს. მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ გონს მოვიდნენ და ნუ გადავლენ იმ ხაზებს, რასაც იური ვაზაგაშვილის შემთხვევაში გადავიდნენ,“ - განაცხადა სადღობელაშვილმა.

„ახალ თაობას“ მალევე გამოეხმაურა ირაკლი ფირცხალავა. "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ სადღობელაშვილი სასწრაფოდ უნდა დაკითხოს გამოძიებამ, რადგან, როგორც ჩანს, მას გარკვეული ინფორმაცია აქვს კონკრეტული საქმეების შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები