09 ოქტომბერი 2024,   14:23
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი კიევის ცენტრში

კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო.

უკრაინელები ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს გლოვობენ. უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, დაღუპული ქართველის თანამებრძოლების გარდა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი პარლამენტარები  და უბრალო მოქალაქეები მივიდნენ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ თამაზ სუხიაშვილის ცხედარს კიევის აეროპორტიდან თბილისში გადმოასვენებენ. 

ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ, დიპლომატიურმა სამსახურმა  უფრო მეტი აქტიურობა უნდა გამოხატონ უკრაინის მიმართ.

„ეს მარტო უკრაინის პრობლემა არ არის. ეს არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რეგიონალური პრობლემა, ეს არის ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რა პოლიტიკასაც ატარებს დღეს პრეზიდენტი პუტინი. ამიტომ მემგონი ამასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები და ზედმეტი პასუხები არ არსებობს. ისედაც ნათელია ყველაფერი,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე. 

სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ სუხიაშვილის ცხედარს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტში გადაასვენებენ და თბილისის დროით ღამის 12 საათზე მას უკვე საქართველოში ჩამოასვენებენ.  

დღის ამბები