09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებაა - ალექსანდრე ტურჩინოვი

რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. განცხადება ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ხარკოვში გააკეთა, საიდანაც ალექსანდრე ტურჩინოვი დონეცკში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, გაემგზავრა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის აეროპორტთან შეტაკებების დროს "მემარჯვენე ფრონტის" ლიდერი, დიმიტრი იაროში, დაიჭრა და ის ბრძოლის ადგილიდან გაიყვანეს.

ინტენსიური იერიშები გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც.

სეპარატისტებმა ორ უკრაინულ საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს. თუმცა, სამთავრობო ძალებმა იერიში მოიგერიეს.

პრორუსი მებრძოლები დღეს მარიუპოლთან მიახლოებასაც შეეცადნენ.

დღის ამბები