16 ივნისი 2024,   02:22
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვერ გადაწონის საკონსტიტუციო საკითხებს - ფიქრია ჩიხრაძე 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვერ გადაწონის საკონსტიტუციო საკითხებს - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. ჩიხრაძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში ძალიან ბევრი ცუდი საკითხია, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუცია გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„იმავე კოდექსში ბევრი სხვა ძალიან ცუდი საკითხია, მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების კუთხით და ასე შემდგომ. ასე რომ პინაზე ეს ვერ დაიდება. ძალიან კარგი საკითხებიც რომ იყოს საარჩევნო კოდექსში შემოტანილი ცვლილებების სახით, ეს რა თქმა უნდა კარგია და მისასალმებელია, რაც პოზიტიური იქნება, მაგრამ პინა, სადაც დგას საკონსტიტუციო ცვლილებები, ის ვერ გადაიწონება ვერც ერთი სხვა პინით სხვადასხვა მიმართულებით. ასე რომ ეს გამოწვევა დგას ჩვენს წინაშე, მთელი საზოგადოების წინაშე, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების წინაშე და ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს ხანში აქტიურ ქმედებებს,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები