16 ივნისი 2024,   02:36
ვრცლად
საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის დროს დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა - ესტონეთის პრეზიდენტი

საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დროს დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა - განცხადება ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა "euronews"-თან ინტერვიუში გააკეთა. კერსტი კალიუ-ლაიდის თქმით, 2008 წლის შეიარაღებული დაპირისპირება რუსეთის მიერ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო, რასაც დასავლეთი არასაკმარისი რეაგირებით გამოეხმაურა. 

"საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა. ჩვენ რუსეთს არასწორი გაკვეთილი ვასწავლეთ. საქართველოში რუსეთმა დაინახა, რომ თუკი პირდაპირ იმოქმედებს, დასავლეთის რეაქცია საკმაოდ სუსტი იქნება. ამ კონფლიქტს ყირიმი მოჰყვა. მგონი ყველა ხვდება რა მოხდება შემდეგ, საშიშროების წინაშე საერთაშორისო უსაფრთხოება დადგება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე ვლადიმერ პუტინი ცდილობდა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას, რომლის მიხედვითაც, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, ვისთან იქონიოს ბიზნეს ურთიერთობები და ვისი მოკავშირე იყოს. პუტინს ეს არ აწყობს და არსებული წესრიგის შეცვლა უნდა," - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.  

დღის ამბები