03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ტყიბულში სკოლა დაიწვა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში სკოლის შენობა დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაზიანებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია და ცეცხლი თავდაპირველად სახურავზე გაჩნდა. შენობის მეორე სართული მთლიანად დამწვარია.

ცეცხლს ტყიბულის, თერჯოლის და ქუთაისის სახანძრო სამსახურების ექვსი ბრიგადა აქრობდა.

განათლების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სკოლის შენობა ამ წლის ბოლომდე შეკეთდება. მანამდე კი მოსწავლეებს გაკვეთილები გამგეობის და ამბულატორიის შენობაში ჩაუტარდებათ.

"ვამოწმებთ მეორე სართულის კედლების მზიდუნარიანიობას. პირველი დათვალიერებით მზიდუნარიანია კდელი და კონსტრრუქციული თვალსაზრისით კიდევ გაუძლებს დატვირთვას. გადავწყვიტეთ, რომ ბავშვები დროებით გამგებლის წარმომადგენლის სამუშაო კაბინეტებში განვათავსოთ. დაბალი კლასები კი  ამბულატორიაში  გავანაწილეთ," - აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიზო გვენეტაძე.

დღის ამბები