09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის ცხედარს საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ

კიევის ცენტრში დღეს ქართველ მებრძოლს ემშვიდობებოდნენ. თამაზ სუხიაშვილის ხსოვნას დღეს თანამებრძოლებთან ერთად პატივი რიგითმა უკრაინელებმა მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა. თამაზ სუხიაშვილის ცხედარს საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ.

კიევში იმყოფება ამერიკელი გენერალიც. ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაური დონბასში არსებულ ვითარებას ეცნობა და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განიხილავს, რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს ვაშინგტონმა ოფიციალურ კიევს.

დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრორუსი სეპარატისტები უკვე რამდენიმე დღეა, უკრაინის არმიის პოზიციებს არტილერიით უტევენ. პარალელურად ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან დამატებითი რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს.

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო პრეზიდენტის გრაფიკში ცვლილებები შევიდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის ნაწილები შევიდა, პეტრო პოროშენკომ დავოსში ვიზიტი შეწყვიტა და დღეს კიევში ბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები