03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
27 დეკემბერს გაუჩინარებულ ამირან ქარსიძის ოჯახი უკვე 25-ე დღეა, უშედეგოდ ეძებს

27 დეკემბერს გაუჩინარებული ამირან ქარსიძის ოჯახი უკვე მეორე დღეა, სხვადასხვა უწყებებთან აქციებს მართავს. ისინი სასჯელაღსრულების მე–11-ე დაწესებულების საგუშაგოს ვიდეოჩანაწერებს ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს 30 წლის ახალგაზრდა სწორედ საპყრობილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ კორპორატიული წვეულებიდან დაბრუნებული ამირან ქარსიძე მტკვრის მიმართულებით წავიდა და, ამიტომ მას მდინარეში ეძებენ. ოჯახის წევრები კი ფიქრობენ, რომ ქარსიძეს შელაპარაკება მოუვიდა ციხის თანამშრომლებთან და ამიტომ არ აძლევენ ჩანაწერების ნახვის უფლებას.

სასჯელაღსრულების დაწესებულება დაკარგულის სახლთან ახლოს მდებარეობს. სწორედ ციხის თანამშრომლები დაუკავშირდნენ გაუჩინარებული მამაკაცის ახლობლებს და უთხრეს, რომ ამირან ქარსიძე იმ ღამით მტკვრისკენ მიმავალი ნახეს.

შსს-ს საქმე აღძრული აქვს. დაკითხულია ყველა პირი, ვისაც შეიძლება, ქარსიძე ენახა.

30 წლის ამირან ქარსიძეს კი ახლობლები უკვე 25-ე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

დღის ამბები