03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ჩამოასვენეს

გვიან ღამით თბილისში კიევიდან თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ჩამოასვენეს. აეროპორტში
მას ოფიციალური პირები და ახლობლები დახვდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ  საქართველოში უკრაინის ელჩი, ვასილ ციბენკო და უკრაინის სამხედრო ატაშე, სერგეი კუნდიუსი. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, დავით კერესელიძე.   

სუხიაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებიც დახვდნენ. მათ პროცესია საქართველოს დაშვებული დროშების კორიდორში გაატარეს.

აეროპორტიდან თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.

ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კიევში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო. ოჯახს დაკრძალვისთვის საჭირო თანხით კი ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

თამაზ სუხიაშვილი, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო, გასულ კვირას დონეცკის აეროპორტის შტურმისას დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები